ბორჯომში კიბერლიგის ტურნირი „ბორჯომის თასი 2025“ ოფიციალურად გაიხსნა
ბორჯომში კიბერლიგის ტურნირი „ბორჯომის თასი 2025“ ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას, ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტურნირში საპრიზო ადგილებისთვის ერთმანეთს 32 ახალგაზრდა ეჯიბრება.
გამარჯვებულები ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან ფულად ჯილდოებს მიიღებენ. პირველ ადგილზე გასული – 900 ლარს, მეორე ადგილის მფლობელი – 600 ლარს, ხოლო მესამე ადგილზე გასული მონაწილე 300 ლარს მიიღებს. კიბერლიგის ტურნირი ბორჯომის მუნიციპალიტეტის და კიბერლიგის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით იმართება.