დავით ქართველიშვილი: ბრიუსელი უკვე დაადგა ევროსაბჭოთა კავშირის დაშლის გზას და თუ საქართველო იმავე როლს შეასრულებს რა როლიც შეასრულა საბჭოთა კავშირის დაშლაში, ამას მხოლოდ მივესალმები

პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ორგანიზაციების სიას, რომლებთანაც ევროკომისიას კონტრაქტი აქვს დადებული, (მათ შორის არის ქართულ „ენჯეოებიც”) მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ თემაზე ევროკავშირი ოფიციალურ განცხადებას, სადაც ნათქვამი იქნება თუ რაში იხარჯება ქართული ენჯეოებისთვის გადარიცხული თანხები, არ გააკეთებს.

„ბრიუსელის მხრიდან სამართლებრივ და ლოგიკურ შეფასებას საქართველოსთან მიმართებით არ უნდა ველოდოთ. ე.წ „რუსული კანონის” [გამჭვირვალობის კანონი] ისტერიის ფონზე, ჩვენ ეს ყველაფერი უკვე გავიარეთ.

მაშინ, როცა იმ კანონების სამართლებრივი და დემოკრატიული მიდგომების იმპლემენტაციას ვაკეთებთ, რომელიც თითქოსდა დეკლარირებული აქვთ საკუთარ სივრცეში, ჩვენთან რუსულ ელფერს იძენს. ისინი თვლიან, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რა უფლებაც მათ გააჩნიათ.

ბრიუსელი უკვე დაადგა ევროსაბჭოთა კავშირის დაშლის გზას და თუ საქართველო იმავე როლს შეასრულებს რა როლიც შეასრულა საბჭოთა კავშირის დაშლაში, ამას მხოლოდ მივესალმები. გარწმუნებთ, გავა რამდენიმე წელიწადი და ეს აუცილებლად განსახორციელებელი, გარდაუვალი ფინალი თვალწინ დაგვიდგება,” – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები