ზელენსკი: პუტინს მხოლოდ ორი რეალური „მოკავშირე“ ჰყავს – ტერორი და ზამთარი
რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი, უკრაინის წინააღმდეგ ომში მხოლოდ ორ მოკავშირეს ეყრდნობა – ტერორსა და ზამთარს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„პუტინს მხოლოდ ორი რეალური „მოკავშირე“ ჰყავს – ტერორი და ზამთარი. ჩვენ ორივეს უნდა ვუპასუხოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის რეკონსტრუქციისთვის მიძღვნილ კონფერენციაზე, უკრაინის ლიდერმა ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების ჩადების მნიშვნელობას, რომელზედაც რუსეთი ყოველ ზამთარს ცდილობს დარტყმის მიყენებას.
„ამ კონფერენციაზე 500-ზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი. ხელმოსაწერად მზადაა დაახლოებით 200 ხელშეკრულება, რომელთა ღირებულება 10 მილიარდ ევროს აჭარბებს. ეს ყველაფერი სრულად უნდა შესრულდეს”,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.