არჩილ თალაკვაძე: ჩვენს პარტნიორებთან გულწრფელი არგუმენტებით გავაგრძელებთ კომუნიკაციას

რას ელოდება “ქართული ოცნება” საერთაშორისო პარტნიორებისგან დღევანდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას უკავშირდება – აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ “რუსთავი ორის” ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი პარტნიორებთან გულწრფელი არგუმენტებით გააგრძელებს კომუნიკაციას.

“პირველი – მთავარი არის სიმართლე და სამართლიანობა, მეორე – მთავარი არის ჩვენი სახელმწიფო და მოქალაქეები და მესამე – ჩვენს პარტნიორებთან გულწრფელი არგუმენტებით გავაგრძელებთ ჩვენ კომუნიკაციას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები