თალაკვაძე – ჯაფარიძის მიერ პარლამენტის დატოვებაზე: სადაც არ ხარ იმას ვერ დატოვებ

“სადაც არ ხარ იმას ვერ დატოვებ”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე “გირჩი-მეტი თავისუფლებას” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ის საკანონმდებლო ორგანოს ტოვებს.

თალაკვაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პარტიებმა ინდივიდუალურად უნდა მიიღონ.

“სადაც არ ხარ იმას ვერ დატოვებ. რაც შეეხება სხვა პარტიებს მათ ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. საზოგადოება ხედავს როგორც მონაწილეობენ ისინი საპარლამენტო საქმიანობაში, შესაბამისად მათი შანტაჟი რომ ტოვებენ პარლამენტს იქნება უპასუხისმგებლობა. ეს რადიკალური ბანაკი ყველგან დესტრუქციულად მოიქცა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები