ივანე ჩხაიძე: ყოველდღიურად 20-25 ახალი ადგილის გამონახვა პედიატრიულ სტაციონარებში ძალიან რთულია

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე გააკეთა კომენტარი.

მისი თქმით, პანდემიასთან ბრძოლაში გამოსავალი ვაქცინაციაა.

“ყოველდღიურად 20-25 ახალი ადგილის გამონახვა პედიატრიულ სტაციონარებში ძალიან რთულია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, თუ რითი შეიძლება ბავშვები დავიცვათ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ოჯახის წევრების ვაქცინაცია”,- აცხადებს ივანე ჩხაიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები