ბიძინა კულუმბეგოვი: შეიძლება ეწოდოს ტრაგედია უგმიროდ – თუ ადამიანები ორჯერადად ვაქცინირებულები იქნებიან, ჩვენ შეგვეძლება ტრაგედიებისგან თავი დავიცვათ
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი გაზრდილია.
მისივე თქმით, ვირუსთან ბრძოლის გზა ვაქცინაციაზე გადის.
“რეალურად, ყოველდღიურად უპრეცედენტო რაოდენობით გარდაცვალების შემთხვევები გვაქვს. ყოველგვარი ზედმეტი ემოციების გარეშე, ვკარგავთ ადამიანებს. შეიძლება ამათ ეწოდოთ ტრაგედია უგმიროდ, როდესაც არ ვიცით ვინ დგას ამ სახელების და გვარების უკან – ესენი არიან ოჯახის წევრები, ახლობლები, არცერთ მათგანს ვაქცინა არ აქვს გაკეთებული. თუ ადამიანები ორჯერადად ვაქცინირებულები იქნებიან, ჩვენ შეგვეძლება ასეთი ტრაგედიებისგან თავი დავიცვათ. ამაზე უკეთესი პრევენცია კაცობრიობამ, გამოწვევას, რასაც პანდემია ჰქვია ვერ დაუპირისპირა”,- აღნიშნა კულუმბეგოვმა.