თამარ გაბუნია: ქვეყანაში კორონავირუსის ტესტების დეფიციტი არ არის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ტესტების დეფიციტი არ არის.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ სექტემბრამდე უზრუნველყოს სისტემატური ტესტირება მაღალი რისკის ჯგუფებში არა მხოლოდ სიმპტომურ, არამედ ნებისმიერ სხვა პირებში.

„შაბათ-კვირას ტესტების რაოდენობა იკლებს, არა იმიტომ, რომ ტესტების დეფიციტია, არამედ იმიტომ, რომ შედარებით ნაკლები ლაბორატორია მუშაობს და მოქალაქეები ცდილობენ, შაბათ-კვირას არ მივიდნენ ტესტებზე. ქვეყანაში ტესტების რაოდენობა შეუზღუდავია. ცოტა ხნის წინ შევისყიდეთ 1 მლნ-მდე ტესტი და ასევე იგეგმება 2 მლნ ტესტის შესყიდვა. სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ სექტემბრამდე უზრუნველყოს სისტემატური ტესტირება მაღალი რისკის ჯგუფებში არა მხოლოდ სიმპტომურ, არამედ ნებისმიერ სხვა პირებში“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები