თამარ გაბუნია: ჩვენი მაჩვენებლები სხვა ქვეყნებისთვისაც საგანგაშოა, ამის გამო შეგვიცვალეს სტატუსი, ერთადერთი გამოსავალია, ტალღის კუპირება მოვახდინოთ და სწრაფად აღვიდგინოთ არსებული მიმოსვლა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასა.
“ეპიდემიური ვითარება ჩვენთან გაუარესდა და ევროპის ქვეყნები მეზობელი ქვეყნების ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას აფასებენ პერიოდულად და სტატუსი ვინ არის წითელ ზონაში, ვინ არის მწვანე ზონაში, იცვლება. დღეს ჩვენი მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, მათთვისაც არის საგანგაშო და რა თქმა უნდა, სტატუსი ჩვენ შეგვიცვალეს ამის გამო. ერთადერთი გამოსავალი ამის არის ის, რომ კუპირება მოვახდინოთ ამ ტალღის და რაც შეიძლება სწრაფად დავიბრუნოთ და აღვიდგინოთ აქამდე არსებული მიმოსვლის საშუალება. რა თქმა უნდა, მათთვისაც საგანგაშოა ჩვენთან არსებული სიტუაცია. იგივეს ვაკეთებთ ჩვენც მაღალი რისკის ქვეყნებთან მიმართებაში და ჩვენი სიაც და მოთხოვნებიც პერიოდულად იცვლება.
ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა, მათ შორის, ავსტრია, შვეიცარია ერთნაირი სტატუსით განიხილავს “სინოფარმს“, “სინოვაკს“, “ასტრაზენეკას“, “ჯონსონს”, “ფაიზერს“, თუმცა არის ქვეყნები, რომლებიც კონკრეტულად მოითხოვენ ევროპის მარეგულირებლის მიერ აღიარებულ ვაქცინებს. მაგალითად, გერმანიაში სპეციალური მოთხოვნებია და მხოლოდ” სინოვაკით” და “სინოფარმით” ვაქცინაცია არ არის საკმარისი, ბევრ ქვეყანაში ეს საკმარისია იმისთვის, რომ პირი ჩაითვალოს სრულად ვაქცინირებულად“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.