ჯანმო-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი: ეპიდემიოლოგიური ვითარება საგანგაშოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – მთელს რეგიონში, მთავრობამ რისკები შესაბამისად უნდა შეაფასოს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანლის, სილვიო დომენტეს განცხადებით, ეპიდვითარება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში საგანგაშოა.
სილვიო დომენტემ ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ ვითარებას მთელ რეგიონში და გლობალურად. ვითარება საგანგაშოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – მთელს რეგიონში და გლობალურად. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წინა წლისგან, რადგან ახლა გვაქვს ვითარება, რომელშიც გასული წლის სცენარი მეორდება, როდესაც პირველი ტალღის შემდეგ ჩვენ ნაკლები შემთხვევები გვქონდა, ხალხმა მოადუნა ჯანდაცვის, სოციალური ზომები და გაუხსნა მრავალი ტურისტული აქტივობა და ა.შ. გასულ წელს ჩვენ ვიხილეთ მეორე ტალღის აღმავლობა, რაც მანიშნებელი უნდა იყოს მთავრობისთვის. გასული წლიდან უნდა ვისწავლოთ და თავიდან ავირიდოთ იგივე შეცდომები. რა თქმა უნდა, ამის მრავალი მიზეზია, მრავალმა მთავრობამ შეარბილა ზომები. კვლავ დაბალია ვაქცინაციის დონე. ძალიან ცოტა ქვეყანაა ვაქცინაციის მაღალი დონით. უმეტესობა ქვეყნებში, რეგიონშიც ვაქცინაციის დონე ათ პროცენტზე დაბალია. ჩვენ რეკომენდაციას გაძლევთ, რომ სექტემბრისთვის მოსახლეობის სულ მცირე ათი პროცენტი მაინც იყოს აცრილი, დეკემბრისთვის სულ მცირე 40, მომდევნო წლის ზაფხულისთვის კი, გლობალური მოსახლეობის 70 პროცენტი, შემდეგ ექნება ამას ეფექტი. გვაქვს ახალი დელტა ვარიანტი, რომელიც ამჟამად ცირკულირებს, ისევე როგორც ალფა, ბეტა და სხვა ვარიანტები. შეზღუდვების დაწესებისა და შემსუბუქების გადაწყვეტილება მთავრობის საქმეა, რაც რისკების შეფასებაზეა დამოკიდებული. ყველა ქვეყანა იქცევა ასე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის, ჯანდაცვის სექტორის გამკლავების შესაძლებლობის, ვაქცინაციის ტემპისა და სხვა ფაქტორების მიხედვით. მთავრობამ რისკები უნდა შეაფასოს ლოკალურად და ამაზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება. რეკომენდაციაა, განახორციელონ რისკების შესაბამისი შეფასება. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ვაქცინაციას“, – განაცხადა სილვიო დომენტემ.