ბიძინა კულუმბეგოვი: საფრანგეთში ჯანდაცვის მუშაკებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა – მგონი, დროა, ვიმოქმედოთ

“საფრანგეთში ჯანდაცვის მუშაკებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა – მგონი, დროა, ვიმოქმედოთ”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.

“საფრანგეთში ჯანდაცვის მუშაკებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა!

– აუცრელი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს სახელმწიფო არ აანაზღაურებს!

– ასევე, კლინიკაში, რესტორანში, კინოთეატრში, მოლში და ა.შ. შესვლისას ან უნდა წარადგინო ვაქცინაციის სერთიფიკატი ან PCR ტესტის პასუხი.

– ვისაც არ უნდა აცრა, მაგრამ უნდა, საზოგადოების ნაწილი იყოს, მაშინ ყოველ მესამე დღეს გადაიხადოს 150 ლარი ტესტში. დასკვნები ადვილად გასაკეთებელია.

მგონი, დროა, ვიმოქმედოთ, აიცერი და იყავი დაცული!”, – წერს კულუმბეგოვი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები