საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 247-მა რეკრურტმა სამხედრო ფიცი დადო. ისინი დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრები გახდებიან.
თბილისის პარალელურად ფიცის დადების ცერემონიალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხუთ ლოკაციაზე გაიმართა: სვანეთში – უშბასა და თეთნულდის კალთებთან, აჭარაში – პეტრას ციხეზე, სამცხე-ჯავახეთში – ფარავნის ტბასთან, კახეთში – ნეკრესის სამონასტრო კომპლექსსა და წმინდა ქალაქ მცხეთაში.
სამხედრო ფიცის დადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს, თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, სალომე ზურაბიშვილს მოხსენება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ჩააბარა.