ანრი ოხანაშვილი: დარწმუნებული ვარ, სტრასბურგში ნიკანორ მელიას საქმეში საქართველო და ჩვენი საზოგადოება გაიმარჯვებს
“ნიკანორ მელიას ეუხერხულება და ვერ ბედავს იმის თქმას, რომ ეს არის საქმე „ნიკანორ მელია საქართველოს წინააღმდეგ“ და არა მელია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ”, – ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეზე სარჩელს, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად მიიღო.
ოხანაშვილი დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ საქმეში საქართველო გაიმარჯვებს.
„ეს არის სამართლებრივი პროცედურები, რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, რომ იდავოს საქმის წარმოების ფარგლებში, იქნება ეს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ნიკანორ მელიას ეუხერხულება და ვერ ბედავს იმის თქმას, რომ ეს არის საქმე „ნიკანორ მელია საქართველოს წინააღმდეგ“ და არა „მელია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“. ეს არის სამართლებრივად სწორი, ამიტომ, გაბედოს, ნუ ეთაკილება და ეუხერხულება, თუმცა, როგორც ჩანს, ამის გამბედაობა არ ჰყოფნის. დარწმუნებული ვარ, ნიკანორ მელიას საქმეში საქართველო და ჩვენი საზოგადოება გაიმარჯვებს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.