ანრი ოხანაშვილი: ვინმე თუ ცდილობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულებაზე კითხვის ნიშნები დასვას, ეს არის ამ დოკუმენტის საწინააღმდეგოდ მოქმედება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვინმე თუ ცდილობს, შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულებაზე კითხვის ნიშნები დასვას, ეს არის ამ დოკუმენტის საწინააღმდეგოდ მოქმედება.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება” შეთანხმების ერთგული რჩება.
„ვინმე თუ ცდილობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულებაზე კითხვის ნიშნები დასვას, ეს არის ამ დოკუმენტის საწინააღმდეგოდ მოქმედება. საჩქარო თუ არ არის და არ ეჩქარება, მელიას შეუძლია, იქ დარჩეს, სადაც არის. თუ ამნისტიის აქტის მიღება არ ეჩქარებათ, შეუძლიათ, მონაწილეობა არც ამაში მიიღონ. „ქართული ოცნება” შეთანხმების ერთგული რჩება, ამნისტიის აქტს მივიღებთ და ნიკა მელიამ რაც არ უნდა იჭირვეულოს, საბოლოოდ მაინც იტყვის, რომ მასზეც გავრცელდეს ამნისტიის აქტი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.