კელი დეგნანი: იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციაში აქტიურად ჩაერთვებიან
,,იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციაში აქტიურად ჩაერთვებიან“, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საქართველოს მთავრობის მეთაურთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებში ზრდასრული მოსახლეობის 55 პროცენტზე მეტი უკვე აცრილია.
„ბევრი პრიორიტეტული თემაა, რომლებთან დაკავშირებით უკვე ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან ერთად. რა თქმა უნდა, მათ შორისაა კორონავირუსზე რეაგირება და ვაქცინაციის პროგრამის განხორციელება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციაში აქტიურად ჩაერთვებიან. შეერთებულ შტატებში დიდ წარმატებას მივაღწიეთ ამ კუთხით. ზრდასრული მოსახლეობის 55 პროცენტზე მეტი უკვე აცრილია. მეც ავიცერი. ჩემი მოზარდი შვილებიც აიცრნენ. ამ პროცესს, ზოგადად, ჩვენი ეკონომიკისა და კონკრეტულად სასკოლო დაწესებულებების გახსნის შესაძლებლობად და მეტნაკლებად ნორმალური ცხოვრების დაბრუნების გზად მივიჩნევთ. კარგი საუბარი შედგა საქართველოს პრემიერმინისტრთან ყოველივე ამაზე“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.