მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, სოფელ მუხრანის ცენტრალური ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე ზაგაშვილმა, სოფელ მუხრანის ცენტრალური ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

მცხეთის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით დაგეგმილია მუხრანის ცენტრალური მოედნისა და ციხე-გალავნის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის რეაბილიტაცია, დაზიანებული სახლების, ღობეების, ჭიშკრებისა და ტროტუარების კეთილმოწყობა.

,,სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 722 221 ლარს შეადგენს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ უძველესი და ისტორიული სოფლის ტურისტული მიმზიდველობის გაზრდის მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და სს „შატო მუხრანს” შორის 2024 წელს გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მიზნად ისახავს, სოფლის განვითარებისათვის, შესაბამისი ინვესტიციების განხორციელებას”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები