სიიარტო – ზელენსკის მოვუწოდებთ, შეწყვიტოს უნგრეთის მიმართ მუქარა

ჩვენ მტკიცედ ვგმობთ უკრაინის პრეზიდენტის დაშინებას,- ამის შესახებ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერს სიიარტო აცხადებს.

მინისტრი ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელმაც მიანიშნა, რომ ნავთობსადენ „დრუჟბას“ ბედი უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული.

მან მოუწოდა ზელენსკის, შეწყვიტოს უნგრეთის მიმართ მუქარები.

“ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული დღესასწაული უნგრეთის დასაშინებლად გამოიყენა. ჩვენ მტკიცედ ვგმობთ უკრაინის პრეზიდენტის დაშინებას. ჩვენ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო პოლიტიკის ფუნდამენტურ ღირებულებულებად მივიჩნევთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სანაცვლოდ იმავეს ველით.

ბოლო დღეებში უკრაინამ ჩვენი ენერგომომარაგების წინააღმდეგ სერიოზული თავდასხმები განახორციელა. ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე თავდასხმა სუვერენიტეტზე თავდასხმაა. ჩვენ მოვუწოდებთ ზელენსკის,
შეწყვიტოს უნგრეთის მუქარა და დაასრულოს ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების წინააღმდეგ უგუნური თავდასხმები!”,- დაწერა სიიარტომ სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები