ნიკოლეიშვილი – აქციის მონაწილეების მხრიდან ტურისტზე თავდასხმაზე: მას გაეკიდნენ ისე, როგორც ბრბო იქცევა, ჩასაქოლად, გასალახად, მოსაკლავად, კაცმა არ იცის – რას უპირებდნენ

“მიდიოდა ვიღაც ჩვეულებრივი ადამიანი, ტურისტი. მას გაეკიდნენ, ისე როგორც ბრბო იქცევა, ჩასაქოლად, გასალახად, მოსაკლავად, კაცმა არ იცის – რას უპირებდნენ”, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” დამფუძნებელი, ლევან ნიკოლეიშვილი აცხადებს.

აღნიშნულით ის სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელშიც, მისივე ინფორმაციით, ჩანს – როგორ დაესხნენ თავს აქციის მონაწილეები ამერიკის მოქალაქეს, რომელიც მათ რუსი ტურისტი ეგონათ.

“გუშინ რაც ვნახეთ, ეს იყო თითქოსდა ჩვეულებრივი გზის გადაკეტვა, ამასაც მოვესწარით რომ უკვე ჩვეულებრივსაც ვეძახით. გარკვეული ადამიანების რაღაც რაოდენობა, დაახლოებით 50 – 60 ადამიანი, დროშებით და ამ ჯგუფიდან ვიღაცამ დაიძახა – “არიქა რუსი მოდის”. მიდიოდა ვიღაც ჩვეულებრივი ადამიანი, ტურისტი. მას გაეკიდნენ, ისე როგორც ბრბო იქცევა, ჩასაქოლად, გასალახად, მოსაკლავად, კაცმა არ იცის რას უპირებდნენ და უბრალოდ პატრული იყო იქვე და ეს ხალხი ჩაერია და მათ განარიდეს ეს ადამიანი და მათაც არ მისცეს საშუალება, რომ თავდასხმა მომხდარიყო. ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა, ეს არის ყოვლად მიუღებელი და ამას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას. კანონი უნდა კანონობდეს ყველას მისამართით და ვინმე თუ რამეს აშავებს, მათზე უნდა იყოს რეაგირება”, – განმარტავს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები