სიბიგა-სიიარტოს: უკრაინის პრეზიდენტს არ სჭირდება მითითება, რა უნდა გააკეთოს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ სჭირდება მითითება, რა უნდა გააკეთოს, რა თქვას ან როდის.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ, ზელენსკი ქვეყნის მიმართ მუქარაში დაადანაშაულა.
სიბიგას თქმით, ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტია და უცხო ქვეყნებისგან მითითებებს არ მიიღებს.
“უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება თქვენს ხელშია. მოახდინეთ დივერსიფიკაცია და გახდით დამოუკიდებელი რუსეთისგან, ისევე როგორც დანარჩენი ევროპა“, – წერს სიბიგა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიანიშნა, რომ ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ თავდასხმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციასთან პირდაპირ კავშირშია. უკრაინის პრეზიდენტის ამ განცხადებას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტო გამოეხმაურა და ზელენსკი უნგრეთის მიმართ მუქარაში დაადანაშაულა.