“ამომრჩეველს აქვს თავისი მოთხოვნები, როგორ წარმოუდგენია ქვეყნის განვითარება, რაც ძალადობას, კრიზისებს და რევოლუციას არ უკავშირდება” – მახაშვილი

„ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეები ჰყავს, ჩვენ კი – არჩევნებში გამარჯვებულები. ეს ყველაფერი მათ წინასაარჩევნო კამპანიას და გზავნილებსაც ეტყობა”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს.

როგორც ის ამბობს, ოპოზიცია “მოსახლეობას რასაც ჰპირდება, ან პროპაგანდა და გაზვიადებული დაპირებაა, ან სიძულვილისა და ზიზღის ენას იყენებენ”.

“მათი ეს პოლიტიკა პირდაპირი ბილეთია არჩევნებში დამარცხებისკენ. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს – ამომრჩეველთან მუშაობის და მათთვის რეალური დაპირებების მიცემის. ამომრჩეველს აქვს თავისი მოთხოვნები, როგორ წარმოუდგენია ქვეყნის განვითარება, რაც ძალადობას, კრიზისებს და რევოლუციას არ უკავშირდება. მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ ვიღაცას ჩამოაგდებენ და გადააგდებენ. ამის შემყურე, დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს“, – განმარტავს მახაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები