აჭარის მთავრობის ხელშეწყობით სანაპირო ზოლზე დამატებით ახალი სამაშველო საგუშაგოები განლაგდა

აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მონიტორინგისა და უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით 10 ახალი სამაშველო საგუშაგო განლაგდა. ინფორმაციას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

,,აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს შავი ზღვის სანაპიროზე მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, განსაკუთრებით საზღვაო სეზონის პერიოდში.

დამატებითი საგუშაგოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყლის ზედამხედველობის ეფექტიანობასა და შესაძლო საგანგებო შემთხვევებზე ოპერატიულ რეაგირებას”,- წერია ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები