ამირან გამყრელიძე: გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თბილისში მცხოვრები 67 წლის მამაკაცი აცრიდან ორ დღეში გარდაიცვალა, წინასწარი მონაცემებით, სიმართლეს არ შეესაბამება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თბილისში მცხოვრები 67 წლის მამაკაცი აცრიდან ორ დღეში გარდაიცვალა, წინასწარი ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება.
მისივე თქმით, ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამ ეტაპზე ზუსტდება.
“ჩვენ ვამოწმებთ ამ ინფორმაციას ბაზებით. წინასწარი ინფორმაციით, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. მოგეხსენებათ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრში არის როგორც იმუნიზაციის, ასევე, ლაბორატორიულად დადასტურებულთა ბაზები და დაბადება-გარდაცვალების ბაზა, ორი ადამიანის სახელი და გვარი ემთხვევა ერთმანეთს, ერთი გახლავთ აცრილი, მეორე – გარდაცვლილი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზია. როგორც მეუბნებიან, აცრილი გარდაცვლილი არ არის”, – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, წინასწარი ინფორმაციით, თბილისში 67 წლის კაცმა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა და ორ დღეში გარდაიცვალა.