ამირან გამყრელიძე „სინოფარმის“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა.

აცრა გამყრელიძემ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაიტარა.

ცნობისთვის, დღეიდან ჩინური წარმოების Sinopharm-ით ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. აცრა 18 წელს გადაცილებულ, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია  – მათ, ვისაც წინასწარი რეგისტრაცია უკვე გავლილი აქვს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები