თენგიზ ცერცვაძე: თუ მესამე ტალღა ვერ ავიცილეთ თავიდან, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე კლინიკური სექტორი დადგება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღის თავიდან აცილების შანსები კიდევ არსებობს.

მისივე თქმით, მესამე ტალღის შემთხვევაში, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე კლინიკური სექტორი დადგება.

“თუ გავიაზრებთ იმ საფრთხეს, რომელსაც მესამე ტალღა უქმნის მთელს მსოფლიოსა და საქართველოს, მის ეკონომიკას, მის ჯანდაცვის სექტორს, კლინიკურ სექტორსა და  მთლიანად მოსახლეობის კეთილდღეობას და ხელს შეუშლის ქვეყანას, რომ მოსახლეობა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ შევაჩეროთ და თავიდან ავიცილოთ მესამე ტალღა. თუ მესამე ტალღას ვერ ავიცილებთ თავიდან, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დადგება კლინიკური სექტორი”, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები