ამირან გამყრელიძე: შეზღუდვების გამკაცრება აპრილის ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაციას კიდევ 10 დღის განმავლობაში უნდა დააკვირდნენ და შეზღუდვების გამკაცრებაზე გადაწყვეტილებებს შემდეგ მიიღებენ.
მისი თქმით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
„შეზღუდვების გამკაცრება აპრილის ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. დღესაც იყო ამ საკითხზე მსჯელობა, მაგრამ ეს საკითხი გადაიდო. ჩვენ ეპიდსიტუაციას კიდევ 10 დღე უნდა დავაკვირდეთ და მერე იქნება გადაწყვეტილება. უქმეები დაანონსებულია, მაგრამ რა მასშტაბის იქნება ეს უქმეები და რა ფორმატით, ამაზე საკოორდინაციო საბჭო ჩამოყალიბდება და ვაცნობებთ მოსახლეობას“, – აღნიშნა გამყრელიძემ.