ამირან გამყრელიძე: შეიძლება ვთქვათ, რომ მესამე ტალღა დაწყებულია, თუმცა, ფართო მასშტაბი ჯერჯერობით არ აქვს მიღებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში მესამე ტალღა, ფაქტობრივად, დაწყებულია, თუმცა, ფართო მასშტაბი ჯერჯერობით არ აქვს მიღებული.

„ფაქტია, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება და ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ მესამე ტალღის დაწყების დიდი რისკია. შეიძლება ვთქვათ, რომ ის დაწყებულია, თუმცა, ფართო მასშტაბი ჯერჯერობით არ აქვს მიღებული. ყველა ინდიკატორი, რომელიც აფასებს ეპიდსიტუაციას, სამწუხაროდ, გაუარესებულია. ეს მცირე აფეთქებები დაიწყო დიდი თავშეყრებიდან, ამიტომ, უნდა გავითავისოთ, რომ დროებით ხელი უნდა ავიღოთ ამ დიდ თავშეყრებზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები