1 დაღუპული და 26 დაშავებული – თურქეთში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა

თურქეთში, რუსი ტურსტებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა, შედეგად დაშავდა 26 ადამიანი, ერთი კი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ინციდენტი დღეს დილით, კონიას ტრასაზე მოხდა. არასებული ინფორმაცით, მძღოლმა მოყინულ გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც ავტობუსი გადაბრუნდა.

ავტობუსში 32 ტურისტი იმყოფებოდა, რომლებიც ანტალიაში „პეგასის“ საგზურით ჩავიდნენ და კაპადოკიისკენ მიემგზავრებოდნენ.

დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები