ამირან გამყრელიძე: დღეისთვის მეტ-ნაკლებად მოზრდილი ათი კლასტერი გვაქვს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, რაც საყოველთაო გავრცელების წინა ეტაპია

“ბევრ ქვეყანაში მესამე ტალღა დაწყებულია და ჩვენც ვდგავართ მესამე ტალღის დაწყების წინაშე”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეპიდსიტუაციის დამძიმებაზე ინფექციის ე.წ. კლასტერული გავრცელებაც მიანიშნებს.

„დღეისთვის მეტ-ნაკლებად მოზრდილი ათი კლასტერი გვაქვს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ესაა სამეგრელო, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი და კიდევ რამდენიმე რეგიონი, რაც საყოველთაო გავრცელების წინა ეტაპია. ამიტომ, ამაზე ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ბევრ ქვეყანაში მესამე ტალღა დაწყებულია და ჩვენც ვდგავართ მესამე ტალღის დაწყების წინაშე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები