ნინო წილოსანი: ის ადამიანები, რომლებიც გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, მეორე ხელით ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან პარლამენტში არშემოსვლით

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილისგან გამოხატულ პროტესტს გამოეხმაურა.

წილოსანი მიიჩნევს, რომ აქტივისტების უმრავლესობის პროტესტი არაგულწრფელი იყო.

“ის ადამიანები, რომლებიც გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, მეორე ხელით ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან პარლამენტში არშემოსვლით, რუსეთის საქმის კეთებით. თავიანთი მმართველობის დროს არაერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის რუსებზე გადაცემა და უამრავი სხვა ფაქტორი მარწმუნებს იმაში, რომ მათი უმრავლესობის პროტესტი არაგულწრფელი იყო”, – აღნიშნა წილოსანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები