ამირან გამყრელიძე: ღამის კლუბებში, სხვადასხვა დაწესებულებაში ისევ და ისევ დიდი შეკრებები, დროსტარება აპრილში ძალიან ცუდ სიტუაციამდე მიგვიყვანს

“კარგია, ახალგაზრდები რომ იკრიბებიან, მაგრამ ღამის კლუბებში, სხვადასხვა დაწესებულებაში ისევ და ისევ დიდი შეკრებები, დროსტარება აპრილში ძალიან ცუდ სიტუაციამდე მიგვიყვანს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძემ საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„არ უნდა შეიკრიბონ დიდი რაოდენობით ადამიანები, ქორწილები, ჭირის სუფრები. კარგია, ახალგაზრდები რომ იკრიბებიან, მაგრამ ღამის კლუბებში, სხვადასხვა დაწესებულებაში ისევ და ისევ დიდი შეკრებები, დროსტარება აპრილში ძალიან ცუდ სიტუაციამდე მიგვიყვანს. არადა, ქვეყანაში სტაბილიზებული იყო ეპიდსიტუაცია და თუ გაგვექცა ხელიდან, თუ არ დავიჭირეთ სიტუაცია, სამწუხაროდ, ისევ განმეორდება ნოემბერი და დეკემბერი. ყველას უმორჩილესად გთხოვთ, დავიცვათ რეკომენდაციები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები