ამირან გამყრელიძე: აჭარაში საზოგადოებრივი იმუნიტეტი ყველაზე მაღალია, რეგიონმა შესაძლოა, ტურისტები მიიღოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში საზოგადოებრივი იმუნიტეტი ყველაზე მაღალია და რეგიონმა შესაძლოა, ტურისტები მიიღოს.

„აჭარაში სხვა რეგიონებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. იქ საზოგადოებრივი იმუნიტეტი ყველაზე მაღალია. თუკი საზოგადოება ზედმიწევნით დაიცავს რეკომენდაციებსა და უსაფრთხოების ზომებს, პირველ ყოვლისა კი, პირბადის ტარებას, შესაძლებელია, რეგიონმა ტურისტები მიიღოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები