თამარ გაბუნია: პლასტიკური ჩარევის მქონე მოქალაქეებმა Pfizer-ით ვაქცინაციის შემთხვევაში კონსულტაცია წინასწარ უნდა გაიარონ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, Pfizer-ით ვაქცინაციის შემთხვევაში, კოსმეტიკური და პლასტიკური ჩარევის მქონე მოქალაქეებმა ექიმთან კონსულტაცია წინასწარ უნდა გაიარონ.

“Pfizer-ის შემთხვევაში, არის გარკვეული მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ფილერის შემთხვევაში სიფრთხილით მოვეკიდოთ, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და ამაზე არის აქცენტი გაკეთებული. ასე რომ, კოსმეტიკური და პლასტიკური ჩარევის მქონე მოქალაქეებმა, კონსულტაცია წინასწარ უნდა გაიარონ, ვიდრე ვაქცინის არჩევის შესახებ მიიღებენ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები