ბიძინა კულუმბეგოვი: ვაქცინაციის გარეშე, ქვეყანა უბრალოდ ვერ გააგრძელებს არსებობას და ცხოვრებას

“ვაქცინაციის გარეშე, ქვეყანა უბრალოდ ვერ გააგრძელებს არსებობასა და ცხოვრებას. ჩანს, რომ ეს ინფექცია, ჯერჯერობით, უკან დახევას არ აპირებს, ის აგრძელებს ამ ტალღებს მსოფლიოში და საქართველოშიც იქნება შემდგომი ტალღა, მაგრამ როდის – ეს რთული სათქმელია”,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს.

მისივე თქმით, პრიორიტეტულ ჯგუფებში, ვაქცინაციის პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

„ვაქცინაციის გარეშე, ქვეყანა უბრალოდ ვერ გააგრძელებს არსებობასა და ცხოვრებას. ჩანს, რომ ეს ინფექცია, ჯერჯერობით, უკან დახევას არ აპირებს, ის აგრძელებს ამ ტალღებს მსოფლიოში და საქართველოშიც იქნება შემდგომი ტალღა, მაგრამ როდის – ეს რთული სათქმელია. ჩვენ მათ ამ გადაწყვეტილების მიღებაში უნდა დავეხმაროთ. ყოველდღიურად, კორონავირუსით, საშუალოდ, 10 ადამიანს ვკარგავთ, ანუ თვეში სამას ადამიანს, ჯამურად კი 3 700-მდე ადამიანი დავკარგეთ. ამიტომ, ყველას ვთხოვ, თუ რაიმე პრობლემა აქვთ სამედიცინო თვალსაზრისით, გაიარონ კონსულტაცია საკუთარ ექიმთან, თუ ალერგიულები არიან და შეაფასონ ალერგოლოგთან რისკი. პრიორიტეტულ ჯგუფებში, ვაქცინაციის პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ერთი რამ უნდა გვესმოდეს – ზოგადად, არ არსებობს მედიკამენტი, რომელსაც ალერგიული რეაქცია არ ახლავს, მით უმეტეს – საინექციო პრეპარატი“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები