ამირან გამყრელიძე: ნებისმიერ კოვიდგადატანილს თავისუფლად შეუძლია, აიცრას
“ნებისმიერ კოვიდგადატანილს თავისუფლად შეუძლია, აიცრას”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა – ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კოვიდგადატანილობა აცრის წინააღმდეგ ჩვენებას არ წარმოადგენს.
„ნებისმიერ კოვიდგადატანილს თავისუფლად შეუძლია, აიცრას. დამატებით მსჯელობა, კვლევები მიმდინარეობს, კოვიდგადატანილი ერთხელ აიცრას თუ ორჯერ. ერთი მხრივ, რადგან მსოფლიოში ვაქცინების დიდი დეფიციტია, მეორე მხრივ, კვლევებია, რომ კოვიდგადატანილებში ერთჯერადი ინექცია საკმაოდ კარგ ეფექტს იძლევა, ვიდრე, ვთქვათ, ორი ინექცია. კოვიდგადატანილობა აცრის წინააღმდეგ ჩვენებას არ წარმოადგენს. ზოგიერთი ქვეყანა ერთი თვის შემდეგ ცრის, ზოგი ორის, სამის, ჩვენ დავთქვით, მაგალითად, მე დამიდასტურდა კორონავირუსი და დადასტურებიდან 120 დღის შემდეგ უნდა ავიცრა და ავიცრები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.