ბაიდენი: პუტინი მკვლელია

​აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს მკვლელად მიიჩნევს.

ამის შესახებ მან ABC News-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ბაიდენი გამოეხმაურა დაზვერვის ანგარიშს იმის შესახებ, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის დავალებით ხდებოდა ჩარევა.

აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ “ის პასუხს აგებს”.

“ხანგრძლივი საუბარი გვქონდა იანვარში, მას კარგად ვიცნობ, ისიც მიცნობს. როდესაც დავიწყეთ საუბარი, ვთქვი: “მე თქვენ გიცნობით, თქვენ მე მიცნობთ. თუ დადგინდება, რომ ეს მოხდა, მზად იყავით”, – თქვა ბაიდენმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, “თქვენ იცნობთ ვლადიმერ პუტინს. ფიქრობთ, რომ ის მკვლელია?”, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა: “ჰმ, კი, ვფიქრობ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები