ამირან გამყრელიძე: 29 დეკემბერს დამიდასტურდა კოვიდი, აქედან 120 დღე გადაითვლება და შემეძლება, პირდაპირ ეთერში ავიცრა, ამას ნამდვილად გავაკეთებ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, თუ რატომ არ აიცრა გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.
„გუშინ არასწორი ინტერპრეტაციები იყო, რატომ არ ავიცერი. იცით, გრიპზე ერთ-ერთი პირველი ვიცრები ხოლმე. დასამალი არ არის, მქონდა კოვიდი, 29 დეკემბერს დამიდასტურდა, ამიტომ, როგორც წესია და მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს, უნდა ავიცრა 120 დღის შემდეგ. ანუ როგორც კი 29 დეკემბრიდან 120 დღე გადაითვლება, შემეძლება, პირდაპირ ეთერში ავიცრა. დარწმუნებული იყავით, ამას ნამდვილად გავაკეთებ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.