“მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის ბოლოსთვის ვაქცინაციის პროგრამას რეალურად დავიწყებთ”
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმწოდებლებთან მოლაპარაკებები გრძელდება.
როგორც გაბუნია აცხადებს, ვაქცინაციის პროგრამა საქართველოში მარტის ბოლოსკენ უნდა დაიწყოს.
„ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმწოდებლებთან მოლაპარაკებები გრძელდება. როგორც დაანონსებული იყო, „კოვაქსის“ პლატფორმით 22 მარტის კვირაში „ფაიზერის“ ვაქცინას ველოდებით. ასევე, 22 მარტის კვირაში მოსალოდნელია, რომ ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა მიიღოს. მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის ბოლოსთვის ვაქცინაციის პროგრამას რეალურად დავიწყებთ. ეს არის ინფორმაცია, რომელსაც „კოვაქსი“ გვიდასტურებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.