კახა კალაძე: უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა მოწოდებები ხელისუფლების დამხობისკენ, რაც ნიშნავს, რომ პირდაპირ იხარჯება უცხოური ფული იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება.

ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს გუშინდელი აქციის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„ევროკავშირი აფინანსებს აქციას, რომელზედაც გაისმის პირდაპირი მოწოდებები ხელისუფლების დამხობაზე. ეს არის ის, რაზეც ვსაუბრობთ – პირდაპირ იხარჯება უცხოური ფული იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა. ვერ ეღირსებით, ვერც ქვეყნის შიგნით, ვერც ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა მერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები