ვიქტორ დოლიძე: 2009 წლის 1 იანვრიდან ჩავებით პოლიტიკურ ცხოვრებაში, სულ არ იყო ეს ჩემი თვითმიზანი, მაგრამ შეგუება და მათ გვერდში ყოფნა წარმოუდგენელი იყო – დღესაც ბევრი ჩემი კოლეგა არ ეთანხმება რაღაცებს, მაგრამ ძალიან ბევრი არ მახსოვს იმ პერიოდში, კარგად ეგუებოდნენ იმ ვითარებას

,,იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ, რამდენიმე ელჩი წამოვედით, ლევან მიქელაძემ დაიწყო ეს, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდგომ, ძალიან საინტერესო პერიოდი იყო ესეც. სწორედ იქ დაიწყო ჩვენი ყველაზე დიდი შეუთავსებლობა პირადად სააკაშვილთან და მის რეჟიმთან. ეს ძალიან რთული პროცესი იყო, შემდეგ უკვე სამხედრო აგრესიაში ჩვენი ჩაბმა, ბუნებრივია”, – ამის შესახებ დიპლომატმა ვიქტორ დოლიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2009 წლიდან უკვე თანამოაზრეებთან ერთად, პოლიტიკაში ჩაება, ვინაიდან, “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით ყოფნა და რეჟიმთან შეგუება, მაშინ წარმოუდგენელი იყო.

ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, რომ დღესაც  მისი ბევრი კოლეგა არ ეთანხმება კონკრეტულ საკითხებს, თუმცა, ბევრი მათგანი არ ახსოვს არც “ნაცმოძრაობის” პერიოდში, როდესაც ისინი კარგად ეგუებოდნენ არსებულ ვითარებას და არც 2025-16 წლებში, ევროინტეგრაციის გზაზე ახსოვს მათი ძლიერი მხარდაჭერა.

“ლევან მიქელაძე იმ პერიოდში უკვე წასული იყო, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ წავიდა. იგი ასაკითაც და გამოცდილებითაც უფროსი იყო და ჩვენთან მეგობრობდა, ეს პატივი იყო ჩემთვის, მაშინ გვთხოვა რამდენიმე მეგობარს, რომ თქვენ არ იჩქაროთ ბიჭებო ამის გაკეთება დღეს, იმიტომ, რომ თქვენ ბოლომდე კიდევ რაღაცები გაქვთ მისაყვანი. მაშინ გაერო-ში განიხილებოდა აფხაზეთის რეზოლუცია, მე მქონდა ეუთო-ში გასაზრდელი მონიტორების რიცხვი ომის შემდგომ პერიოდში, 2008 წლის დეკემბრამდე, იმიტომ, რომ მინისტერიალზე მტკიცდებოდა ამგვარი შეთანხმებები. მოკლედ, ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ ჩვენ იქ და 2009 წლის უკვე 1 იანვრიდან უკვე თბილისში ვიყავით, როდესაც ჩავებით პოლიტიკურ ცხოვრებაში. სულ არ იყო ეს ჩემი თვითმიზანი, მაგრამ ამის შეგუება და მათ გვერდში ყოფნა, იმ პერიოდისთვის წარმოუდგენელი იყო. დღესაც ბევრი ჩემი კოლეგა არ ეთანხმება რაღაცებს, მე შეიძლება ყველას გადაწყვეტილებას პატივი ვცე, მაგრამ ძალიან ბევრი არ მახსოვს იმ პერიოდში – იქ სულ რამდენიმე ადამიანი იყო და ძალიან კარგად ეგუებოდნენ იმ ვითარებას, ეს არ ეხება მხოლოდ საჯარო მოხელეებს, ეს ეხება, მათ შორის, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ა.შ. მე არ მახსოვს არც იმ პერიოდში და არც მერე, 2005-16 წლები, ან 2012 წლიდან, რაიმე  ძლიერი გვერდში დგომა ან მათ მიერ გაწეული საქმიანობა.” – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები