გია აბაშიძე: 2025 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 2.3%-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის ჭრილში რეკორდული მოცულობა – $826 მილიონი შეადგინა

,,მაისში, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, ევროკავშირში წლევანდელი პროგნოზია 1.1%, შვიდჯერ ნაკლები ერთ დროს ეკონომიკურად წამატებულებში, რაც არასწორი პოლიტიკების შედეგია. საქართველოში კი, 2025 წლის იანვარ-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.8%-ით განისაზღვრა. მაისში ექსპორტი 15.7%-ით გაიზარდა და 580.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს.

აბაშიძის თქმით, ევროკავშირის ეკონომიკის პრობლემა გამოწვეულია ფაქტორების კომბინაციით, მათ შორის უკრაინაში ომით, ენერგორესურსების მაღალი ფასებით და გლობალური ვაჭრობის შენელებით. ამას ამძიმებს ისეთი შიდა გამოწვევები, როგორიცაა ფრაგმენტული ინდუსტრიული პოლიტიკა, ბიუროკრატიული დაბრკოლებები და სამრეწველო წარმოების შემცირება.

„მაისში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, ევროკავშირში წლევანდელი პროგნოზია 1.1%, შვიდჯერ ნაკლები ერთ დროს ეკონომიკურად წამატებულებში, რაც არასწორი პოლიტიკების შედეგია.
საქართველოში კი, 2025 წლის იანვარ-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.8%-ით განისაზღვრა. მაისში ექსპორტი 15.7%-ით გაიზარდა და 580.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
2025 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 2.3%-ით გაიზარდა და პირველი კვარტალის ჭრილში რეკორდული მოცულობა – $826 მილიონი შეადგინა.
ევროკავშირის ეკონომიკის პრობლემა გამოწვეულია ფაქტორების კომბინაციით, მათ შორის უკრაინაში ომით, ენერგორესურსების მაღალი ფასებით და გლობალური ვაჭრობის შენელებით. ამას ამძიმებს ისეთი შიდა გამოწვევები, როგორიცაა ფრაგმენტული ინდუსტრიული პოლიტიკა, ბიუროკრატიული დაბრკოლებები და სამრეწველო წარმოების შემცირება.“ – წერს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები