„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

პრემიერმინისტრობის კანდიდატის დასახელება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ გახარიამ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრის თანამდებობას ერთხელ უკვე იკავებდა, ბოლო დროს კი ის თავდაცვის მინისტრად იყო დანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები