სამართალდამცავებმა გვიან ღამით ზურაბ ჯაფარიძის ბარი დალუქეს
სამართალდამცავებმა წუხელ, გვიან ღამით ზურაბ ჯაფარიძის ბარი დალუქეს.
შრომის ინსპექციის სამსახურმა ბარში „ჯაფარასთან” არანებადართული საქმიანობის განმეორებით განხორციელება დაადგინა და, შემდგომი რეაგირებისთვის, მოპოვებული მტიკიცებულებები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა.
ზურაბ ჯაფარიძე აღმაშენებლის გამზირზე ბარის გახსნისა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობისთვის 13 თებერვალს დააჯარიმეს. გაფრთხილების მიუხედავად, ჯაფარიძემ ბარი 14 თებერვალსაც გახსნა. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ბარის გახსნით ის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტს ახორციელებს.