საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა პიროტექნიკური ნაწარმის გადატანის, შენახვისა და გამოყენების წესების შესახებ სწავლება ჩაატარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში, სხვადასხვა კერძო კომპანიის წარმომადგენლებისთვის, პიროტექნიკურ ნაწარმთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების შესახებ სწავლება გაიმართა.
აღნიშნული სწავლება განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვასა და პროდუქტის უსაფრთხოებისათვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
სწავლების თეორიული ნაწილი, მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა პიროტექნიკური ნაწარმის გადატანის, შენახვის წესებისა და მის გამოყენებასთან დაკავშირებული სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა. ასევე, პრაქტიკულ ნაწილში მსმენელებმა ხანძრის ჩაქრობაზე რეაგირების პირველადი ქმედებებიც შეისწავლეს.
სწავლების დასასრულს, კომპანიებს შესაბამისი სერტიფიკატები, კომპანიის წარმომადგენლებს კი, პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენების უფლების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცათ.