ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის შენობაში მულტიფუნქციური საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრი პრეზენტაციას 4 მარტს გამართავს

ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის შენობაში მულტიფუნქციური საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრი პრეზენტაციას 4 მარტს გამართავს. „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, უკვე შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფი, რომელიც საზოგადოებას ცენტრის მუშაობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

აღსანიშნავია, რომ მულტიფუნქციური საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრი 5 ძირითად სივრცეს გააერთიანებს. ესენია:
სამუზეუმო, საგანმანათლებლო ტრენინგების სივრცეები, ასევე, კულტურულ-შემეცნებითი, სპორტულ-ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრი, პროექტების განყოფილება და GM აკადემია.

მრავალპროფილური საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრის მიზანი განათლების ხელშეწყობა, რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარება, რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-პოპულარიზაცია, მოსწავლე-ახალგაზრდობის ინდივიდური უნარ-ჩვევებისა და ნიჭის გამოვლენა-განვითარება, ინოვაციური პროექტების გენერირება, სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები