ანრი ოხანაშვილი: ვერავითარი რევოლუცია და რადიკალიზაცია ვერ მოხდება საქართველოში

„ნაციონალური მოძრაობის“, ვითომ დემოკრატიის შუქურის სახე მარტივად შიშვლდება ხოლმე. დაიღალნენ, აღარ უნდათ ოპოზიციაში ყოფნა, ახლა უნდათ, რომ ყველაფერზე წავიდნენ”, – ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი დაუმორჩილებლობის აქციების გამართვის თაობაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

ოხანაშვილის თქმით, საქართველოში ვერავითარი რევოლუცია და რადიკალიზაცია ვერ მოხდება.

„ნაციონალური მოძრაობის“, ვითომ დემოკრატიის შუქურის სახე მარტივად შიშვლდება ხოლმე. დაიღალნენ, აღარ უნდათ ოპოზიციაში ყოფნა, ამოეწურათ ლიმიტი და ახლა უნდათ, რომ ყველაფერზე წავიდნენ იმისთვის, რომ „დაუმორჩილებლობის” სცენარით, რომელიც ვითომ კანონის ფარგლებში ჯდება, შეცვალონ ხელისუფლება. ვერავითარი რევოლუცია და რადიკალიზაცია ვერ მოხდება საქართველოში. ყველა ინსტიტუტი მუშაობს მოწოდების სიმაღლეზე, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში და შესაბამისად ყველა ქცევას, რომელსაც ექნება, რომელიც იქნება კონსტიტუციისა და კანონის საწინააღმდეგო, მიეცემა ადეკვატური შეფასება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: “დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები