ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინას თებერვლის ბოლოს ველოდებით
“ვაქცინას თებერვლის ბოლოს ველოდებით”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში არ შემოვა ისეთი ვაქცინა, რომელსაც მაღალი ნდობის სტატუსი არ ექნება.
„ქვეყანაში არ შემოვა ისეთი ვაქცინა, რომელსაც მაღალი ნდობის სტატუსი არ ექნება. ვაქცინას ველოდებით თებერვლის ბოლოს, ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე გავაგზავნეთ ყველა კლინიკასა და სამედიცინო დაწესებულებაში მოთხოვნა იმის თაობაზე რომ მოგვაწოდონ დეტალური სია ყველა იმ თანამშრომლის, რომელიც მუშაობს სამედიცინო დაწესებულებაში იმისთვის, რომ სწორად დაიგეგმოს ვაქცინაციის პროცესი“, – აცხადებს ტიკარაძე.