ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა

„გულითადად გილოცავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას. დარწმუნებული ვარ, თქვენი ფართოდ აღიარებული პოლიტიკური და ადამიანური უნარები მნიშვნელოვანი იქნება ამ საპასუხისმგებლო საქმეში”, – აღნიშნა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, რობერტო მონტელამ არჩილ თალაკვაძისადმი მიწერილ მისალოც წერილში.

„პარლამენტის თავმჯდომარეობა ნიშნავს თქვენი ხალხის წარმომადგენლებში თანასწორთა შორის პირველობას. ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა”, – აღნიშნა მონტელამ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა გამოთქვა იმედი, რომ განახლებული და ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი წარმომადგენლობითი პარლამენტის საფუძველი გახდება.

აგრეთვე, მან არჩილ თალაკვაძეს მადლობა გადაუხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისადმი საქართველოს პარლამენტის მხრიდან გაწეული ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოხატა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები