ტუნისში კორონავირუსის 40-ზე მეტი შტამი გამოავლინეს
ტუნისელმა მეცნიერებმა პანდემიის პერიოდში კორონავირუსის 40-ზე მეტი შტამი გამოავლინეს.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნისაფ ბენ ალაიამ რადიოსადგურ Mosaïque FM-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ახალ მუტაციებს “ნორმალური წარმომავლობა” აქვთ, რადგან თავდაპირველ შტამთან არიან იდენტური. ამასთან, აღინიშნება, რომ ბრიტანეთში გამოვლენილი შტამი ქვეყნის ტერიტორიაზე დაფიქსირებული არ არის.
ბრიტანეთში გამოვლენილი, კოვიდ19-ის ახალი შტამების შედეგად ათასამდე ადამიანია ინფიცირებული. მსგავსი მუტაცია გამოვლენილია ნიდერლანდებში, დანიაში, ავსტრალიაში, იტალიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში.