ბრიტანეთში კორონავირუსის კიდევ ერთი შტამი გამოვლინდა
ბრიტანეთში კოვიდ 19-ის კიდევ ერთი შტამი გამოვლინდა.
როგორც ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, შტამის ორი შემთხვევა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩასულ ადამიანებს გამოუვლინდათ.
დიდ ბრიტანეთში გასულ კვირას კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა, რომელიც მეცნიერების შეფასებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უცნობია არის თუ არა კოვიდ 19-ის ამჟამინდელ შტამზე აგრესიული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ ახალ შტამს გარდაცვალების სტატისტიკაზე გავლენა არ მოუხდენია.