ფიქრია ჩიხრაძე: „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადადგას ნაბიჯები ამ კრიზისული ვითარების კიდევ უფრო გაღრმავებისგან თავის ასარიდებლად
„ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადადგას ნაბიჯები ამ კრიზისული ვითარების კიდევ უფრო გაღრმავებისგან თავის ასარიდებლად, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ერთპარტიულობა ძალიან ბევრ უხერხულობას გამოაჩენს.
„მე არ მაქვს განცდა, რომ დღევანდელი უმრავლესობა არის შემძლე იმისა, რომ, რეალურად, კრიტიკული კითხვები დასვას წარმოდგენილ მინისტრთა კანდიდატურების მიმართ. ჩვენი მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად ცხადად დაინახავს, რა სიმძიმე ახლავს ერპარტიულობას, რამდენად მახინჯია ეს ვითარება. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, გავაცნობიეროთ მდგომარეობა, რომელშიც აღმოვჩნდით და „ქართულმა ოცნებამ“ გადადგას ნაბიჯები ამ კრიზისული ვითარების კიდევ უფრო გაღრმავებისგან თავის ასარიდებლად და ე.წ. მოლალაპარაკებების მეხუთე რაუნდზე შესთავაზონ პოლიტიკურ სპექტრს, ოპონენტებსა და საზოგადოებას ის წინადადებები, რაც საშუალებას მოგცემს, რომ 2020 წლის არჩევნები მართლაც მიჯნად ვაქციოთ უკეთესი ცვლილებებისკენ”, – განაცხადა ჩიხრაძემ.